მედია – „ჰამასი“ ზავის შესახებ ისრაელის შეთავაზებაზე პასუხს ორშაბათს წარადგენს

“ჰამასი“ ღაზას სექტორში ზავის შესახებ ს მიერ წარდგენილ კონტრწინადადებას პასუხს ხვალ, ეგვიპტეში გასცემს, – ამის შესახებ „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა.
„ჰამასის“ დელეგაცია ხალილ ალ-ჰაიას ხელმძღვანელობით ეგვიპტეში ჩავა და ეგვიპტის დაზვერვის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ისრაელის წინადადებაზე პასუხს წარადგენს“, – აღნიშნა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
ახალი ამბების ვებგვერდი Axios-ი ისრაელის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის ბოლო წინადადება მოიცავს მზადყოფნას, განიხილონ ღაზაში „მდგრადი სიმშვიდის აღდგენა“ მძევლების გათავისუფლების შემდეგ.
ცნობისთვის, ეგვიპტემ, რომელიც ისრაელი-ჰამასის ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მიზნით შუამავლობას ცდილობს, შეფერხებული მოლაპარაკებების განსაახლებლად ისრაელში გასულ კვირას თავისი დელეგაცია გაგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ