მედია: ცხინვალში 9 მაისს აღლუმი გაიმართება

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას 9 მაისს გამარჯვების აღლუმის ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„ამ ღირშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, ვადგენ: 2024 წლის 9 მაისს 11 საათზე ცხინვალში თეატრალურ მოედანზე ცხინვალის გარნიზონის სამხედრო აღლუმი გაიმართება. აღლუმში მონაწილეობას მიიღებს სამხედრო ტექნიკა, ასევე გამოყენებული იქნება დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების ოფიციალური სიმბოლიკა“ – განაცხადა გაგლოევმა.

აღლუმის მომზადება და ჩატარება ცხინვალის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს დაევალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ