მედია: ცნობილია, რა თანხა აიღო მამუკა ჯუღელმა ს ტრანსფერით

„ნაპოლის“ მხარდამჭერი რადიო CRC-ის ცნობილმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ, რომელიც კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან და მის ოჯახთან დაახლოებულ პირად ითვლება ს “პსჟ-ში” ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„კვარა“ მაგიდის ქვეშიდან მოგვპარეს, 75 მილიონ ევროდ გაგვაყიდინეს. დიახ, ვიმეორებ, მაგიდის ქვეშიდან. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, იურისტის ჩვენებები ჩაწერილი მაქვს, რომელიც კონტრაქტს ადგენდა, რომ ამ დოკუმენტს ოთხი თვე ამზადებდნენ და მაგიდის ქვეშ ჰქონდათ შენახული. „ნაპოლიმ“ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. უთხრეს, რომ კიდევ შეხვდებოდნენ და არ ენერვიულათ. ცნობილი აგენტი მამუკა ჯუღელი იანვრისთვის ტრანსფერის განსახორციელებლად მუშაობდა და შემდგომში გააფორმა კიდეც. მან საკომისიოს სახით სახლში 10 მილიონი წაიღო და ბიჭი პარიზში წავიდა, სადაც მისი ხელფასი 10 მილიონი იქნებოდა და სადაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა. – განაცხადა უმბერტო კიარელომ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი – პირველად ისტორიაში, ევრონესტზე წარმოდგენილი არის მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია და არა „ქართული ოცნება“, მიუხედავად საპარლამენტო ბოიკოტისა – მსგავსი მდგომარეობა მხოლოდ ბელარუსს აქვს

ნინო ევგენიძე „ქართულ ოცნებაზე“ – დღევანდელი რუსული რეჟიმი პუტინის რეჟიმის მსგავსად, პოლიტიკური და თავისუფლების კუნძულების შეზღუდვას აგრძელებს – ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებლად მოგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე

ირაკლი ქადაგიშვილი ირაკლი ღარიბაშვილისთვის გირაოს შეფარდებაზე – ეს არის ეკონომიკური ხასიათის დანაშაული, როგორც გამოძიება ამბობს, მან სრულად ითანამშრომლა, აქედან გამომდინარე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება