მედია – ციხესთან, სადაც 39 პალესტინელის გათავისუფლებას ელიან, დიდი რაოდენობით პალესტინელია შეკრებილი – შეხლა-შემოხლის გამო მათი გათავისუფლება დროებით გადაიდო

დასავლეთ სანაპიროზე, ციხესთან, სადაც მძევლების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, 39 პალესტინელის გათავისუფლებას ელიან, დიდი რაოდენობით პალესტინელია შეკრებილი. შეკრებილთა შორის გასათავისუფლებელი პირების ოჯახის წევრებიც არიან.
როგორც CNN იუწყება, ადგილზე მისულ პალესტინელებსა და ისრაელის სამხედროებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა, რა დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ამასთან, როგორც BBC განმარტავს, ადგილზე ისმის შეძახილები: „სად არიან პატიმრები”?
BBC-ის განმარტებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ პალესტინელების გათავისუფლება შეხლა-შემოხლის გამო დროებით გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე: ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ