მედია: ცეცხლწაკიდებული ქუჩები და გარდაცვლილი მოქალაქეები – როგორ ებრძვის დიქტატურა სახალხო წინააღმდეგობას ირანში (ვიდეო)

ირანში მასობრივი პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, სავარაუდოდ, 65-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია.

-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულთაგან 50 დემონსტრანტია, ხოლო 15 ადამიანი უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი.

ამ ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აღმოსავლეთ ირანში, ტაბასის უდაბნოში მდებარე შორეულ მიწისქვეშა სამალავში გადაიყვანა.

პროტესტები ამ დრომდე ირანის 108 ქალაქში გრძელდება. ქუჩები კვლავ სავსეა რეჟიმის მოწინააღმდეგეებით და ისმის შეძახილები – „თავისუფლება!“

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება უკან დახევას არ გეგმავს. ირანის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენ დავიცავთ ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას.“