მედია: შს სამინისტრო ახალ სკანდალშია – გელაძის უწყება ევროსაბჭომ ტყუილში ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა – ირკვევა, რომ ალექსანდრე დარახველიძემ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დაუმალა, რა ნივთიერებები შეურიეს წყლის ჭავლში. ტყუილში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტიმ ამხილა. ქიმიური მოწამვლის საქმეზე კითხვები ევროსაბჭოს ძალოვან უწყებასთან 2025 წლის იანვარშიც გაუჩნდა,  თუმცა, დარახველიძე მაშინ არწმუნებდა, რომ ქიმიური ნივთიერება ხალხის დარბევის დროს წყლის ჭავლში არ გაურევიათ.

ქიმიური  ნივითიერების შერევა წყლის ჭავლში საერთაშორისო ნორმების დარღვევაა – ეს კარგად იცოდა მინისტრის მოადგილემ და სავარაუდოდ, ამიტომ მოატყუა ევროსაბჭო. რატომ დაუმალეს ამბავი ადამიანის უფლებათა კომისარს მინისტრის მოადგილე დღეს უკვე აღარ გვპასუხობს.

იმ დროს, როდესაც ქართულ ოცნება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს უმტკიციებდა, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთირებებს არ ურევდნენ, დარახველიძე დარწმუნებული იყო, რომ ეს საიდუმლოდ დარჩებოდა, თუმცა დღეს სისტემა იძულებული გახდა, ეს ეღიარებინა. ახლა სტრასბურგი “ქართული ოცნებისგან” სათანადო გამოძიებას მოითხოვს,  კითხვების ადრესატი გენერალური პროკურორია.

ევროსაბჭო იმ ხალხის დასჯას მოითხოვს, ვინც ერთი წლის წინ ადამიანებს თბილისში წამების დღეები და ღამეები მოუწყო. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა გაასაჯაროვა პროკურორ გვარაკიძის საპასუხო წერილი, სადაც ის ამტკიცებს, რომ ხალხზე თავდასხმიდან ერთი წლის თავზე, ისევ ექსპერტიზების პასუხს ელოდება ერთი ძალოვანიხ კი არ დასჯილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას