მედია: “ყველანაირი ჯარიმა მიღირდა, რომ ეს სასტიკი ადამიანი სააშკარაოზე გამომეყვანა” – “ბომონდური” სკანდალის დეტალები

ამ­ბა­ვი ხუთი დღის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც კუ­ლუ­ა­რუ­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ყო­ფილ მო­დელ ლიკა შენ­გე­ლი­ას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. იმა­ვე დღეს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმ ქა­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხებს ან­გრევ­დნენ, თუმ­ცა ლიკა შენ­გე­ლია არ უხ­სე­ნე­ბია.

ამის შემ­დეგ ცალ­კე სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ლიკა შენ­გე­ლი­ამ, სა­დაც წერ­და, რომ მას ერთ-ერთი ქალი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და თავ­ში ჩა­ქუ­ჩი ჩა­არ­ტყა. პოსტს თან ახ­ლდა ფო­ტო­მა­სა­ლა, თუმ­ცა არც შენ­გე­ლი­ას უხ­სე­ნე­ბია გო­გი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა დის­კუ­სი­ა­ში ღიად და­ა­სა­ხე­ლეს კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

ლიკა შენ­გე­ლი­ას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლის პა­სუ­ხი და ბრალ­დე­ბე­ბი

კონ­ფლიქ­ტის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის შემ­დეგ სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა ვრცე­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მომ­ხდარ­ზე ისა­უბ­რა. ის ლიკა შენ­გე­ლი­ას ცი­ლის­წა­მე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვილს აპი­რებს.

გო­გი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს: “…რა­ხან ასე­თი ბრალ­დე­ბე­ბი ის­მის ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ და აქ უკვე სის­ხლის სა­მარ­თა­ლი ერ­თვე­ბა და ის ბრალს მდებს, რომ მე ცივი ია­რა­ღით ვი­თომ მი­ვუ­ვარ­დი და გან­ზრახ ვა­პი­რებ­დი მის არა­მარ­ტო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბას, შე­იძ­ლე­ბა სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბი­თაც ვე­მუქ­რე­ბო­დი, არ ვიცი, მისი ფან­ტა­ზია სა­დამ­დე წაგ­ვიყ­ვანს, მი­ნი­მუმ უნდა არ­სე­ბობ­დეს ექ­სპერ­ტი­ზის ცნო­ბა და ეს მას უკვე უნდა ჰქონ­დეს, რომ ჩვენ ყვე­ლას დაგ­ვიმ­ტკი­ცოს, რომ მე მარ­თლა მას ავუ­ვარ­დი ცივი ია­რა­ღით. თუმ­ცა, ნუ, რა თქმა უნდა, ეს არის აბ­სურ­დი და ყვე­ლა ის სი­ტყვა, რაც იქ წე­რია. ღმერ­თს მად­ლო­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წე­რი­ლი მაქვს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, თუკი რა­მეს ის წერს რომ ასე არ იყო, ყვე­ლა­ფე­რი მაქვს…

გა­დავ­წყვი­ტე, ეს ცი­ლის­წა­მე­ბა თა­ვი­დან ავი­რი­დო, ჩემს შვი­ლებს ავა­რი­დო ეს სა­ზი­ზღა­რი ბრალ­დე­ბე­ბი ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. გა­დავ­წყვი­ტე, რომ მივ­მარ­თო სა­სა­მარ­თლოს, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მალე ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, სა­დაც თქვენ შეძ­ლებთ, რომ მოხ­ვი­დეთ იმი­ტომ რომ სა­სა­მარ­თლო ღიაა ყვე­ლას­თვის, მოხ­ვი­დეთ და ნა­ხოთ ყვე­ლა ის კად­რი რაც გა­და­ღე­ბუ­ლი მაქვს, მო­ის­მი­ნოთ ყვე­ლა ის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი რაც ჩა­წე­რი­ლია, და და­მი­ჯე­რეთ, ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი რა­ტო­მაც არ ვა­სა­ჯა­რო­ებ ახლა მე ამ ყვე­ლა­ფერს, ეს არის ჩემი შვი­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი… ამას უკვე არ გა­ვუ­ტა­რებ რომ მე მაბ­რა­ლებს ამ ყვე­ლა­ფერს, რაც თა­ვის პოს­ტში უწე­რია…”

ლიკა შენ­გე­ლი­ას ვრცე­ლი პა­სუ­ხი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლის ვი­დე­ო­მი­მარ­თვის შემ­დეგ, ლიკა შენ­გე­ლი­ამ კი­დევ ერთი ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ის თა­ვის პო­ზი­ცი­ას ხსნის და ამ­ბობს, რომ:

“მინ­და, ყვე­ლა ადა­მი­ანს დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, არ მე­გო­ნა, ასე თუ ვუყ­ვარ­დი და მა­ფა­სებ­დნენ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი! მე ბევრ ადა­მი­ანს ვთხო­ვე დაც­ვა ამ ქა­ლის ბუ­ლინ­გი­სა და შან­ტა­ჟი­სა­გან, თუმ­ცა არა­ვინ და­მეხ­მა­რა, ამი­ტომ ჩემი გო­ნე­ბით რო­გორც შე­მიძ­ლია ისე გა­დავ­წყვი­ტე, მარ­ტოს და­მეც­ვა თავი. ამ სტა­ტუსს რომ ვწერ­დი, ძა­ლი­ან კარ­გ

ყვე­ლა­ნა­ი­რი ჯა­რი­მა მი­ღირ­და მეთ­ქვა ჩემი სი­მარ­თლე და თუ რას ვგრძნობ მე, ასე­ვე მი­ღირ­და ამ თურ­მე სას­ტი­კი ადა­მი­ა­ნის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მოყ­ვა­ნა, თუნ­დაც იმ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გუ­ლის მო­სა­ფხა­ნად და და­სა­ცა­ვად, ვინც ასე და ამა­ზე მე­ტად გა­ამ­წა­რა და მათ ვერ გას­ცეს სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი… ისიც ვი­ცო­დი, რომ კი­დევ უფრო მეტი ნე­გა­ტი­ვი წა­მო­ვი­დო­და, მაგ­რამ მე ჩუ­მად ვერ ვიქ­ნე­ბო­დი დამ­ნა­შა­ვე­სა­ვით!

ჩემი სტა­ტუ­სის მი­ზა­ნი იყო, რომ მისი ნამ­დვი­ლი სახე და­ე­ნა­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ამის მერე ელა­პა­რა­კა მო­რალ­ზე. მე ვარ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი, მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით და ტე­ლე­ფონ­ზეც და ქუ­ჩა­შიც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი თუ ჩავ­თვლი სა­ჭი­როდ, და ამის­თვის არა­ვის ნე­ბარ­თვა არ მჭირ­დე­ბა! ალ­ბათ ეს არის ვი­თომ ჩემი და­ნა­შა­უ­ლი, რომ ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მგო­ნია ზოგი. დღეს გა­ვი­გე, რომ უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რიც ვყო­ფილ­ვარ… ამით მე გემ­შვი­დო­ბე­ბით ყვე­ლას და და­ვას­რუ­ლებ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს… და­ნარ­ჩენს შევ­ხე­დავ და ისე გა­დავ­წყვეტ რო­გორ მო­ვიქ­ცე.

P.s. მე არა­ვი­სი და­ჭე­რა და დას­ჯა არ მინ­დო­და თა­ვი­დან, ამი­ტომ სამ­წუ­ხა­როდ არ ვარ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბით და ფო­ტოგ­რა­ფე­ბით. თუმ­ცა დღეს ვნა­ნობ რომ თა­ვის და­სა­ცა­ვად მა­ინც არ მი­ვი­ღე რა­ღაც ზო­მე­ბი. დღეს ვხვდე­ბი რომ ჩემს გარ­და ამ ადა­მი­ანს ვე­რა­ვინ გა­ა­ნად­გუ­რებ­და და ვთვლი რომ ეს უკვე მო­ვა­ხერ­ხე კა­მე­რე­ბის, ფო­ტოგ­რა­ფე­ბის და დაც­ვე­ბის გა­რე­შე, ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით და მხო­ლოდ ჩემი სუ­ლის­კვე­თე­ბით და გამ­ბე­და­ო­ბით.. აწი ვი­საც რაც უნდა ეცა­დოს და ამ­ტკი­ცოს თუ კი ეგ უშ­ვე­ლით. რომ მნდო­მო­და მექ­ნე­ბო­და ურ­თი­ერ­თო­ბა და არც მა­გის მე­ში­ნია. მად­ლო­ბა ჩემო ადა­მი­ა­ნე­ბო, მარ­თა­ლია ამ ომში მე მარ­ტო ვარ, მაგ­რამ თქვენ ძა­ლი­ან ბევ­რი მო­მე­ცით თქვე­ნი სით­ბო­თი”.

დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხე­ბი

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი და ვახო ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი 14 წლის წინ და­ქორ­წინ­დნენ. ეს სა­ლო­მეს­თვის მე­სა­მე, ვა­ხოს­თვის კი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა იყო. მათ ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა ორი­ვეს ორი შვი­ლი ჰყავს წინა ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან. ვი­დე­ო­ში სა­ლო­მე მად­ლო­ბას უხ­დის ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლის გამო. თუმ­ცა გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს.

ლიკა შენ­გე­ლია ხუთი შვი­ლის დე­დაა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მას ჰყავს ვაჟი და ქა­ლიშ­ვი­ლი, ხოლო მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში სამი ვაჟი შე­ე­ძი­ნა. მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე იყო კა­ლათ­ბურ­თის მწვრთნე­ლი არ­ჩილ ჟღენ­ტი, მე­ო­რე კი შპს “კავ­კა­სუს კონ­სტრაქ­შენ გრუ­პის” დი­რექ­ტო­რი ბი­ძი­ნა ჯიხ­ვა­ძე, რო­მელ­საც ოთხი წლის წინ და­შორ­და.

ამ დრომ­დე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არ აკე­თებს კო­მენ­ტარს იმა­ზე, და­ი­წყო თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა ლიკა შენ­გე­ლი­ას სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა­ზე.