მედია – ყაზახური ბანკები რუსული “მირ” ბარათების მომსახურებაზე უარს ამბობენ

ყაზახური ბანკები რუსული “მირ” ბარათების მომსახურებაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times წერს.
კერძოდ, სომხეთისა და ს შემდეგ რუსული საგადასახადო სისტემა “მირ”-ის ბარათების მომსახურებაზე მასობრივად უარს ამბობენ ყაზახური ბანკები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კრემლის საკვანძო სავაჭრო პარტიორია და შედის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.
“მირ”-ს სისტემის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს ყაზახეთის უდიდესი ბანკი – Halyk Bank. მედია აღნიშნავს, რომ ბანკმა სრულიად შეწყვიტა რუსული ბარათების მომსახურება, მათ შორის გადარიცხვების, ტერმინალების მეშვეობით გადახდისა და ბანკომატიდან თანხების გამოტანის სერვისი.
ბანკის წარმომადგენლის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც -ის სანქციები “საგადასახადო ბარათების ეროვნულ სისტემას” შეეხო – ს ცენტრალური ბანკის “შვილობილ” კომპანიას, რომელიც “მირ” ბარათების გაცემაზე და მომსახურებაზეა პასუხისმგებელი.
რუსულ ბარათებზე მუშაობას აგრძელებენ მხოლოდ “ვითიბი ყაზახეთი” და Bereke bank-ი (რუსული “სბერბანკის” ყოფილი ყაზახური შვილობილი კომპანია).