მედია – ღაზაში ისრაელის თავდასხმას „ჰამასის“ პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე ემსხვერპლნენ

ღაზას სექტორში, ჰუმანიტარულ ზონაზე ს საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ პოლიციის უფროსი, მაჰმუდ სალაჰიდა მისი მოადგილე, ჰუსამ შაჰვანი დაიღუპნენ, – The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ პალესტინური და არაბული მედია, მათ შორის ჰამასის ტელევიზია „ალ-აქსა“, იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზე მავასის რაიონში მაჰმუდ სალაჰის კარავი იყო, სადაც ის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.
მედიკოსები აცხადებენ, რომ თავდასხმას სულ 11 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ემსხვერპლა.