მედია – უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ქარხანას დაარტყეს, რომელიც რაკეტებისთვის ჰელიუმს აწარმოებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონებმა ს ქალაქ ორენბურგში მდებარე ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთმა წყარომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული საწარმო ერთადერთია რუსეთში, რომელიც რაკეტების წარმოებისთვის, კოსმოსური ინდუსტრიისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის კრიტიკულ კომპონენტს აწარმოებს.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მათ უპილოტო საფრენი აპარატები დაინახეს და ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები გაიგონეს.
„ორენბურგის ჰელიუმის ქარხანა რუსეთის ფედერაციაში ერთადერთი და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ჰელიუმის წარმოების ობიექტია, რომლის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია. ჰელიუმი ფართოდ გამოიყენება რაკეტების წარმოებაში, კოსმოსურ ინდუსტრიასა და ავიაციის ინდუსტრიაში. თავდასხმის ობიექტი პირდაპირ კავშირშია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ მთავარ ობიექტს წარმოადგენს“, – აღნიშნა წყარომ.