მედია – უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და რიაზანის თბოელექტროსადგურს დაარტყეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა წუხელ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის წინააღმდეგ ოპერაციები განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ეს გადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი უდიდესია რუსეთის ფედერაციაში, რომლის სიმძლავრე წელიწადში 17 მილიონი ტონა ნავთობია. იქ სულ მცირე სამი რეზერვუარი იწვის. გარდა ამისა, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად გამოწვეულმა ხანძარმა მოიცვა საამქრო, სადაც განთავსებულია დიზელის საწვავის და საავიაციო ნავთის ჰიდროგამწმენდი დანადგარი. ადგილობრივებმა სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ 50-ზე მეტი აფეთქების ხმა გაიგონეს.
გარდა ამისა, დრონებით დარტყმა განხორციელდა ნავთობის სატუმბ სადგურ „რიაზანსა“ და რიაზანის თბოელექტროსადგური.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ასევე დაზიანდა რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე მიკროელექტრონული ქარხანა.
„ეს არის რუსეთის მიკროელექტრონული ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი საწარმო. ქარხანა აწარმოებს მიკროსქემებისა და კომპონენტების ფართო სპექტრს, რომლებიც გამოიყენება სტრატეგიულად მნიშვნელოვან იარაღის სისტემებში. კერძოდ, „ტოპოლ-მ“-სა და „ბულავა“-ს სარაკეტო სისტემებში, С-300 და С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებში და ასევე საბრძოლო თვითმფრინავებში“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე