მედია – უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები თურქეთში მოლაპარაკებებს გამართავენ

რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები 15-16 აპრილს ანკარაში, საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობის შტაბბინაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას გამართავენ, – ინფორმაციას CNN türk-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, თურქეთის თავდაცვის უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 15-16 აპრილს ანკარაში, საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობის შტაბბინაში შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ს ფედერაციასა და ს შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა უცხო ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება. უწყება არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან შეხვედრას.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ევროკომისიის წერილზე – ერთადერთი „კოზირი“, რაც აქვთ დარჩენილი, არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და რა გზით? – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით