მედია – უკრაინელებმა კურსკში დასახლებული პუნქტი აიღეს

უკრაინელმა მებრძოლებმა ს კურსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიკავეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-6 პოლკის რეინჯერებმა ჩაატარეს.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-6 პოლკის რეინჯერებმა, შეტევითი მოქმედებების წყალობით, რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიკავეს”, – ნათქვამია სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, რუს სამხედროებთან ერთად დასახლება ჩრდილოეთ კორეელ ჯარებსაც ეკავათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირინა იმერლიშვილი – საერთაშორისო უნივერსიტეტისგან შემოთავაზება მივიღე რექტორის პოზიციაზე და დავთანხმდი – რაც შეეხება მითქმა-მოთქმას საკონსტიტუციო სარჩელზე, შეიძლება ჩემი უფლებამოსილების ვადაში არც მოსწრებულიყო განხილვა