მედია: უკრაინამ ყირიმში იერიში მიიტანა სამეთაურო შტაბზე, რომელშიც რუსი ოფიცრები იყვნენ

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 აპრილს, დღის საათებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს რუსულ სამეთაურო შტაბზე, რომელშიც მაღალი რანგის ოფიცრები იმყოფებოდნენ.
15 აპრილს, 11:30-ზე ჩაიკეტა ქერჩის ხიდი, რამდენიმე წუთში სევასტოპოლის ე.წ. მეთაურმა საჰაერო განგაშ გამოაცხადა, რომელიც 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სევასტოპოლის ყურეებში რუსმა სამხედროებმა შესანიღბი კვამლი გამოიყენეს.
რამდენიმე ადგილობრივ Telegram არხში იწერებოდა, რომ რეგიონში მუშაობდა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ამ ეტაპზე არც უკრაინისა და არც ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დარტყმის შესახებ კომენტარი არ გააკეთეს. ინფორმაციას უკრაინული მედიები, მათ შორის Unian და Suspilne სპეცსამსახურებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.