მედია: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დედა აქციების მონაწილეებს “ზელენსკივით მოღალატე ვაი ქართველებად” მოიხსენიებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კარლო კაციტაძის დედა – თამარ კაციტაძე, რომელიც ფეისბუკში “თამარ ქართველის” სახელითაა წარმოდგენილი, საქართველოში პროევროპული აქციების მონაწილეებს “მწვანე იუდას მადიდებლებად”, “გამყიდველებად” და “ზელენსკივით მოღალატე ვაი ქართველებად” მოიხსენიებს და მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს;
‼️ -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ პროევროპული აქციების მონაწილე და გამშუქებელი ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებზე არც ერთი დამნაშავე არ დაუსჯია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის მთავარი მისიაა სამართალდამცავთა ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობისგან მოქალაქეთა დაცვა
‼️სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში სტუდია მონიტორს უთხრეს, რომ “სტატუსებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ”.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..