მედია – სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები გრძელდება

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქ ერ-რიადთან და აღმოსავლეთ რეგიონში 26 ირანული დრონი მოიგერიეს და გაანადგურეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ხელისუფლებებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ დრონებისა და რაკეტების მოგერიების შესახებ.

მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები, რომელიც დუბაის მარინასა და ალ-სუფუჰის რაიონებში ისმოდა, დრონების წარმატებული მოგერიების შედეგი იყო.

დრონების მოგერიების შესახებ განაცხადა ქუვეითმაც. კერძოდ, ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხუთი ირანული დრონი ჩამოაგდო.

კატარის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ირანის მიერ გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა და რამდენიმე დრონი მოიგერიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!