მედია – სირიაში უსაფრთხოების ძალებმა ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ბრიტანეთში დაფუძნებული “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის” ინფორმაციით, სირიის უსაფრთხოების ძალებმა, სავარაუდოდ, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, – ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც „ალავიტების“ რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რელიგიურ სექტას მიეკუთვნება გადაყენებული პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადიც.
BBC-ი წერს, რომ “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის” ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სულ 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს რიცხვი მოიცავს ათობით სამთავრობო ჯარისკაცსა და ასადის მხარდამჭერ შეიარაღებულ პირს, რომელთა შორის შეტაკებები ლატაკიასა და ტარტუსის პროვინციებში ხუთშაბათიდან მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: განათლება “უფასო” გახდაო – თქვეს. მშობლებსაც გაუხარდათ (ხბოს სიხარულით). თუმცა ახლა აღმოაჩინეს, რომ მათი საშუალო მოსწრების შვილი (და 98% ასეთია) სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდება, რადგან…