მედია: სერბეთში მასშტაბური აქციის შემდეგ ვუჩიჩმა თქვა – „უნდა შევცვალოთ საკუთარი თავი”

გუშინ, 15 მარტს სერბეთში გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქციის შემდეგ, პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ “გაიგო” მომიტინგეების გზავნილი და დასძინა სიტყვები “ჩვენ უნდა შევცვალოთ საკუთარი თავი”.
BBC-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ ვუჩიჩმა ამ სიტყვებამდე შეაქო პოლიცია და თქვა, რომ ამაყობს, რადგან მათ “მშვიდობის შენარჩუნება შეძლეს”.
4-თვიანმა აქციებმა სერბეთში გუშინ კულმინაციას მიაღწია დღეს ბელგრადში. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, პროტესტის ყველაზე ხალხმრავალ მომენტში ქუჩაში 107 000 ადამიანი იმყოფებოდა. სერბეთის დამოუკიდებელმა მედიამ აქციას უწოდა ყველაზე მასშტაბური სერბეთის ისტორიაში და თქვა, რომ რიცხვები მთავრობის მიერ გამოცხადებულზე გაცილებით მაღალი იყო. მათ განაცხადეს, რომ 325,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რამაც გუშინდელი პროტესტი სერბეთის ყველაზე დიდ პროტესტად აქცია.
უკვე 4 თვეა სერბეთში მასობრივი აქციები მიმდინარეობს. პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას, ჯამში, 15 ადამიანი ემსხვერპლა. ნოვი სადის ტრაგედიის გამო სერბეთში საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. პროტესტის ფონზე გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი, ინფრასტრუქტურის მინისტრი გორან ვესიჩი და დააკავეს 10-ზე მეტი ადამიანი.
მიუხედავად პრეზიდენტ ვუჩიჩის დაჟინებული მტკიცებისა, რომ ის არსად მიდის, პროტესტი მაინც იზრდება.
პროტესტის მონაწილეების თქმით, მათ უნდათ ქვეყანა, სადაც ინსტიტუტები თავიანთ საქმეს სათანადოდ ასრულებენ.
„ჩვენ უბრალოდ გვინდა ქვეყანა, რომელიც მუშაობს, ჩვენ გვინდა ინსტიტუტები, რომლებიც ასრულებენ თავიანთ საქმეს სათანადოდ. ჩვენ არ გვაინტერესებს რომელი პარტია არის ხელისუფლებაში, მაგრამ გვჭირდება ქვეყანა, რომელიც ფუნქციონირებს. არ გვინდა ქვეყანა, რომელშიც ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სამართალს ვერ ვიღებთ”, – განუცხადა სამართალმცოდნე იანა ვასიჩმა BBC-ს ბელგრადში პროტესტზე.
იმავე თემაზე:
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციამ კვამლის ხელყუმბარები და ცრემლსადენი გაზი ისროლა
რა კავშირშია სერბეთში დაწყებულ პროტესტთან ანაკლიაში გამარჯვებული ჩინური კომპანია