მედია: სასტიკი თავდასხმის შემდეგ იულია ვანი პირველად აქვეყნებს მისი და მიხეილ ხუბუტიას ერთობლივ ფოტოებს – ბიზნესმენი დანაშაულს უარყოფს: ახალი დეტალები

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი, მოს­კო­ვის ოლ­ქის ვაჭ­რო­ბის ექს-მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია, ღა­მით შე­იჭ­რა თა­ვი­სი ყო­ფი­ლი რჩე­უ­ლის, იუ­ლია ვა­ნის სახ­ლში და სას­ტი­კად სცე­მა იგი.

  • ამ­ჟა­მად იუ­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აპი­რებს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს იმი­სათ­ვის, რომ 58 წლის ექს-ჩი­ნოვ­ნი­კი კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით და­ი­სა­ჯოს. პირ­ველ რიგ­ში, ვანს სურს ტრა­გე­დია მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­ჯა­რო გახ­დეს.

“მე­ში­ნია! მაგ­რამ ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბი! გთხოვთ, არ მი­მა­ტო­ვოთ! გა­ახ­მა­უ­რეთ ეს ამ­ბა­ვი! მთე­ლი ქვე­ყა­ნა ჩემ­თა­ნაა. გმად­ლობთ მხარ­და­ჭე­რის­თვის“, – და­წე­რა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა პი­რად ბლოგ­ზე.

ყო­ფი­ლი წყვილს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ. სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს გო­გო­ნას მე­ზო­ბელ ოთახ­ში ეძი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტი­ას, ის უარ­ყოფს ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ექს-მი­ნის­ტრი ამ­ტკი­ცებს, რომ თავ­დას­ხმის დროს სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და. თუმ­ცა, იუ­ლია ვანი არ ნებ­დე­ბა. მან უკვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ცე­მის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი, სა­დაც სის­ხლშია მოს­ვრი­ლი. ქალ­მა ასე­ვე დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა, რის გამო შე­იძ­ლე­ბა ეცე­მა ასე სას­ტი­კად ხუ­ბუ­ტი­ას.

„დღეს ღა­მით ჩემი მკვლე­ლო­ბის სცა­დეს. და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე ჩემს სახ­ლში ცუ­ლით შე­მო­იჭ­რა მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია ჩემს სა­ძი­ნე­ბელ­ში, დამ­ჭრა ფე­ხებ­ში, მირ­ტყა თავ­ში. ამ დროს მე­ზო­ბელ ოთახ­ში ეძი­ნათ ჩვენს ქა­ლიშ­ვილს და ძი­ძას. 2018 წლი­დან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვი­ყა­ვით, გვყავს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი. 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში დავ­შორ­დით, რის შემ­დე­გაც ის გა­მუდ­მე­ბით მე­მუქ­რე­ბო­და ბავ­შვის წარ­თმე­ვით, მთე­ლი ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­კეტვით, არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ ბავ­შვი არ სჭირ­დე­ბა, და­ლე­წა და და­ა­ზი­ა­ნა ჩემი პი­რა­დი ნივ­თე­ბი. ახლა ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვიმ­ყო­ფე­ბი, ხე­ლებ­სა და ფე­ხებ­ზე ღრმა ჭრი­ლო­ბე­ბი მაქვს, რო­მე­ლიც გა­კე­რეს. გთხოვთ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­ზი­ა­როთ ჩემი ამ­ბა­ვი, მხო­ლოდ ასე არ დარ­ჩე­ბა ეს საქ­მე და­უს­ჯე­ლი“, – გა­ნა­ცხა­და იუ­ლი­ამ.

ვანს ბევ­რი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი უჭერს მხარს. ისი­ნი ამ­ხნე­ვე­ბენ.

“იუ­ლია, რა სა­ში­ნე­ლე­ბა და კოშ­მა­რია! შოკი ეს სი­ტყვაც კი საკ­მა­რი­სი არ არის! ამ ადა­მი­ან­მა ამის­თვის პა­სუ­ხი უნდა აგოს!“; „რა სა­ში­ნე­ლე­ბაა! სას­წრა­ფოდ აღიძ­რას მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მოგ­კლავს. მი­მარ­თეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტს გან­ცხა­დე­ბით!“; „იმე­დია, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მას არას­დროს და­უ­ძა­ხებს მა­მას“;“ – წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

მომ­ხდა­რის მი­უ­ხე­და­ვად, ამ დრო­ის­თვის მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის. კაცი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ არც იცო­და იუ­ლია ვანი ვინ იყო, ფო­ტო­ებ­ში ქალ­თან და მის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

წყარო