მედია – სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში იორდანიის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში იორდანიის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია და სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია ავრცელებს.
„იორდანიის სამხედრო თვითმფრინავებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია სვეიდაში საცხოვრებელ ტერიტორიებსა და საწყობებზე საჰაერო იერიშები განახორციელეს. დაიღუპა სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი გოგონა და ოთხი ქალი“, – ნათქვამია სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ, იორდანიამ საჰაერო დარტყმები ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ განახორციელა.
ცნობისთვის, უკანასკნელ წლებში, იორდანიამ სირიის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და იორდანიის შეიარაღებული ძალები ნარკოტიკებისა და იარაღის გადატანის მცდელობების აღსაკვეთად სამხედრო ოპერაციებს ხშირად ატარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი – დღეს განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრამებზე, შენ რატომ მიგეგმავ რა უნდა დარჩეს? – ერთხელ გვიღალატეს, მტერს ჩაგვაბარეს, მაგრამ მეორეჯერ არ იქნება, არავინ დათმობს