მედია: სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა, ევროპარლამენტში მოუსმინონ

საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა, ევროპარლამენტში მოუსმინონ. ევროდეპუტატებმა, რომელიც თბილისში იმყოფებიან, გუშინ რობერტო მეცოლას სპეციალური მოთხოვნით მიმართეს, რომ პლენარულ სხდომაზე მიიწვიონ. მათი თქმით, სწორეს სალომე ზურაბიშვილის წარმოადგენს დღეს ღირსების სახეს.

ეს წმინდად რობერტა მეცოლას ხელშია. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ მოეწვია პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დებატებს გავმართავთ საქართველოს შესახებ და მოვუყვებით ჩვენს კოლეგებს რა ვნახეთ და რას ვადევნებთ თვალყურს და რა უნდა გააკეთონ მათ საქართველოს მხარდასაჭერად. ამიტომაც ვთხოვეთ ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიეწვია, რადგან ის არის, – თქვა ნატალი ლუაზომ. 

ჩვენ უკვე გავუგზავნეთ წერილი რობერტა მეცოლას, ვთხოვეთ, რომ გადაალაგოს მომავალი კვირის დღის წესრიგი და ვიმედოვნებ, რომ ამ მოთხოვნას გაითვალისწინებენ. ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ევროპული საქართველოს სურვილები გაჟღერდეს, რათა დავარწმუნოთ პოლიტიკოსები არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ წევრ სახელმწიფოებში, რომ არ უნდა ეშინოდეთ, უნდა იბრძოლონ, რადგანა ხლა იბრძვის ქართველი ხალხი, – თქვა გუშინ რასა იუნკევიჩიანემ. 

ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით, რომ ეს ვნახოთ . ვიცი, რომ ლოჯისტიკური საკითხებია მოსაგვარებელი და ამავდროულად, საქართველოშიც ბევრი რამ არის მოსაგვარებელი. ვნახოთ, სხვადასხვა ვარიანტზე ვმუშაობთ, მაგრამ ყველა ვფიქრობთ, რომ გამოსადეგი იქნებოდა, ამ წელ , ევროპარლამენტოს ბოლო პლენალურ სხდომაზე გვყოლოდა ასეთი კალიბრის პირი, საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს მალე პრეზიდენტობის ვადა გასდის, ამიტომ ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი, მაგრამ ვნახოთ, – ამბობს ლაგოდინსკი. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარების 7 კაციანი დელეგაცია საქართველოშია.  12 დეკემბერს მათ დახურული შეხვედრები გამართეს პრეზიდენტთან, ოპოზიციურ კოალიციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან.

ევროპარლამენტარებმა  ხელახალი ს ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს, ვინაიდან ოქტომბრის არჩევნები, მათი თქმით, არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.

გუშინ საღამოსვეს ევდდეპუტატები რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდნენ. მოქალაქეები მათ ოვაციებით შეხვდნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP); მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP); ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe); ბერნარ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe); ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი; რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი.

წყარო