სად მიდიოდა საქართველოში უკანონოდ შემოტანილი რუსული ფული? – ამ კითხვაზე საზოგადოებას პასუხი ოფიციალური უწყებებიდან ჯერ არ მოუსმენია.
- მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს საქართველოსთან 2020 წლიდან სახმელეთო საზღვარი დაკეტილი აქვს, პროკურატურა ამტკიცებს, რომ რეკორდული რაოდენობის მილიონები რომელიც კომპანია “ფინის” საშუალებით თეთრდებოდა, საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან სამალავებით შემოდიოდა.
შემოტანილ მრავალ მილიონთან ერთად, ეკონომისტების მტკიცებით, ქვეყნიდან ასევე მრავალი მილიონი უცხოური ვალუტაც გადიოდა.
მაგალითად, თბილისის აეროპორტის მონაცემებით:
- 2020 წელს აეროპორტიდან 188 მილიონი აშშ დოლარი გაიტანეს;
- 2021 წელს – 289მილიონი აშშ დოლარი;
- 2023 წელს კი 1.9 მილიარდის ოდენობის უცხოური ვალუტა.
“წარმოგიდგენიათ სხვაგან რა ხდება? – ქუთაისის აეროპორტში, ბათუმში, სახმელეთეო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე” – ათქვა პოლიტიკოსმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ საკითხზე საუბრისას.
მისი თქმით, არავინ იძლევა პასუხს რომელ ქვეყანაში გავიდა თანხა, “რომელმა კომპანიებმა გაიტანეს, რომელმა ბანკებმა, რომელმა ფიზიკურმა პირმა გაიტანა”.
მარტო თბილისის აეროპორტიდან დარეგისტრირებუულად გავიდა 2023 წელს, ნაღდი ფული, დოლარებით, ჩემოდნებით 1.9 მილიარდი დოლარის ოდენობით. წარმოგიდგენიათ სხვაგან რა ხდება? – ქუთაისის აეროპორტში, ბათუმში, სახმელეთეო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე. ვისია ეს ფული, რომელ ქვეყანაში შევიდა, რომელმა კომპანიებმა გაიტანეს, რომელმა ბანკებმა გაიტანეს. ლეგალურია ეს, არალეგალურზე არ ვამბობ და თუ ბანკებს გააქვთ და ამას ინკასაცია ჰქვია, მაშინ საიდან გაუჩნდა 1.9 მილიარდი დოლარი ბანკებს გასატანი, გარდა იმისა, რომ შიდა ბრუნვისთვისაცუამრავი ფული სჭირდევათ.
მაგალითად, 2020 წელს თბილისის აეროპორტიდან გადიოდა 180 მილიონი აშშ დოლარი. ეს იყო ბანკების მიერ გატანილი აქ შეგროვებული ფული, რომელსაც საკუთარ ანგარიშზე სვამდნენ, ეს რიცხვი 10 ჯერ გაიზარდა უკვე. 1.9 მილიარდია მარტო თბილისის აეეროპორტიდან გატანილი და არავინ იძლევა პასუხს რომელ ქვეყანაში გავიდა, აქედან რომელმა კომპანიებმა გაიტანეს, რომელმა ბანკებმა, რომელმა ფიზიკურმა პირმა გაიტანა,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” აზერბაიჯანის სპეცსამსახურების დაბალი დონის მუშაობაზე მიუთითებს, თუმცა მეორეს მხრივ არ მუშაობენ ამ ქვეყნებთან, რომ გამოიძიონ ფულის გათეთრების საქმე.
აზერბაიჯანის მხრიდან რუსული სავი ფულის შემოსვლასთან დაკავშირებით, რატომ არ განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან და როგორ მოხდა ისე, რომ როდესაც საქართველოს საზღვარი ჩაკეტილია, მანქანებით, დღეში, მილიონობით ლარი შემოგვქონდა რუსული რუბლების სახით.
ისინი ერთი მხრივ მიუთითებენ ამ ორი მეზობლის სპეცსამსახურების დაბალი დონის მუშაობაზე და მეორეს მხრივ არ მუშაობენ ამ ქვეყნებთან, რომ გამოიძიონ ეს საქმე.
მე ვფიქრობ, რომ ეს ისევ და ისევ კლანურ ბრძოლას და შიდა აუდიტორიაზე კანონების მოხდენას უკაშირდება.
თავდაცვის ბიუჯეტის ერთი წლის ოდენობა საქართველოში შემოდის შავი ფულის სახით, ამას გარკვეული როლი უნდა ჰქონდეს ეკონომიკაზეც და ლარის კურსზეც,” – ამბობს თეონა აქუბარდია.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ანდრო გოცირიძე აცხადებს, რომ “საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკური მიზანშეწონილობის ინტერესებს ითვალისწინებს და როდესაც პარტიას ეს აინტერესებს, მაშინ ხდება ამგვარი საქმეების გამოვლენა”.
საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკური მიზანშეწონილობის ინტერესებს ითვალისწინებს და როდესაც პარტიას ეს აინტერესებს, მაშინ ხდება ამგვარი საქმეების გამოვლენა, მანამდე კი ყურადღების მიქცევა რჩება, რაც ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
საქართველოს უსაფრთხოება არ იყო ამ მდგომარეობაში 5-10 წლის წინ და ეს, რაზეც ბოლო 3-5 თვის მოვლენები მიგვანიშნებს ანალიტიკოსებს, ძალიან სავალალოა და ძალიან ბევრი რისკის შემცველია ქართული სახელმწიფოსთვის,” – განაცხადა მან.