მედია – რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის წინადადება გულისხმობს უკრაინის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობას

-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატი, პირად საუბრებში აცხადებს, რომ შეუძლია შეაჩეროს ს ომი უკრაინის წინააღმდეგ იმით, რომ აიძულოს , დათმოს ოკუპირებული და დონბასი.
The Washington Post-ის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც ტრამპის გეგმებს იცნობენ, ანონიმურობის დაცვის პირობით აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის წინადადება გულისხმობს უკრაინის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობას.
ერთ-ერთი პირის თქმით, რომელმაც ეს საკითხი ტრამპთან განიხილა, ყოფილი პრეზიდენტი პირად საუბრებში აცხადებს, რომ როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას გამოსავლის პოვნა სურთ და რომ ყირიმსა და დონბასში მცხოვრები ადამიანები, სავარაუდოდ, არ იქნებიან წინააღმდეგები, რუსეთის ნაწილი გახდნენ. The Washington Post-ი წერს, რომ უკრაინის ნაწილებზე რუსეთის კონტროლის მიღება პრეზიდენტ ს დიქტატურას გააფართოებს.