მედია – რუსეთში, „მარინოვკას“ აეროდრომზე თავდასხმა უკრაინული დრონებით განხორციელდა

ს ვოლგოგრადის ოლქში მდებარე „მარინოვკას“ აეროდრომზე, რომელსაც რუსები უკრაინის ფრონტის ხაზის დასაბომბად იყენებენ, უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, უსაფრთხოების სამსახურმა, სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად, „მარინოვკას“ აეროდრომზე საწყობებს დაარტყა, სადაც ავიაბომბები და საწვავი ინახებოდა.
„ადგილობრივი რუსები ჩივიან, რომ უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის დრონებით თავდასხმის შემდეგ, მათი სამხედრო აეროდრომი აპოკალიფსის ფილმის კადრებს ჰგავს“, – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქირურგიული სიზუსტით მუშაობს აეროდრომებზე, საიდანაც მტერი ს უტევს.
„ყოველი ასეთი ქმედება ამცირებს რუსების უპირატესობას ჰაერში და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საავიაციო შესაძლებლობებს”, – დასძინა წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს