მედია – რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით თავს დაესხნენ

რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით თავს დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხ ASTRA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტელეგრამ“ არხ ASTRA-ს ცნობით, რუსეთის თავდაცვამ დრონების უმეტესობა ლენინგრადის ოლქში მდებარე „უსტ-ლუგას“ საზღვაო სავაჭრო პორტის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.
ამასთან, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს ინფორმაციით, ოლქის ტერიტორიაზე 4 დრონი ჩამოაგდეს.
ცნობისთვის, დღეს დილით, სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა