მედია – რუსებმა კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, დანგრეულია მრავალსართულიანი შენობები, დაშავებულია ბევრი ადამიანი

რუსებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, დაზიანება სოლომენსკის, სვიატოშინსკის, დარნიცკის, დნეპროვსკის, პოდოლსკის და ობოლონსკის ოლქებში 12 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
მისივე ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში მრავალსართულიან შენობებზე დარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, ს მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქზე თავდასხმის დროს სოლომენსკის რაიონში -ის მოქალაქე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლები. არიან დაშავებულები.
მაშველები შენობების ნანგრევებისგან გაწმენდას და ადამიანების ძებნას განაგრძობენ.