მედია: რომეო მიქაუტაძის საქმეში მოწმედ ს პირადი მცველი გაჩნდა

რომეო მიქაუტაძის საქმეში მოწმედ ს პირადი მცველი გაჩნდა.

დღეს ეკონომიკის მინისტრის დაკავებული მოადგილის პროცესზე ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გიორგი მეხრიშვილის და რომეო მიქაუტაძის ოჯახის ფინანსური გარიგებები გამოძიების ინტერესის საგანია.

საქმე ეხება ფულის წარმომავლობას, რომელიც ივანიშვილის პირადი მცველის ანგარიშზე ჩაირიცხა.

მეხრიშვილი წლებია, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას იცავს. სატელევიზიო არქივი ინახავს არაერთ კადრს, სადაც ეს უკანასკნელი მილიარდერის გვერდით გადაადგილდება.

მეხრიშვილი დღეს სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა, სადაც დიდი ალბათობით რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად იყო მზად, თუმცა მნანამდე, სხვა ორი მოწმის ჩვენება ჩაითვალა უდავოდ დაცვის მხარის მხრიდან, შესაბამისად, გიორგი მეხრიშვილის გამოკითხვა საჭირო აღარ გახდა.

რატომ აღმოჩნდა გიორგი მეხრიშვილი დასაკითხ პირთა სიაში? – როგორც საქმის პროკურორი, ირაკლი მარშანია “პირველებთან” აცხადებს, რომ გიორგი მ იქაუტაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეისყიდა მიწის ნაკვეთი ბორჯომში, რომელიც მეხრიშვილს ეკუთვნოდა.

მე არ ვიცი კონკრეტულად ვის დაცვას წარმოადგენს ის, ჩემთვის უცნობია, ჩემთვის ამ საქმისათვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ის ამ საქმეში იყო მოწმე და კონკრეტულად ერთ-ერთი მიწა გაასხვისა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მან მიაწოდა გამოძიებას ჩვენება და შემდეგ, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ უდავოდ გახადა. 

მე როგორც აღვნიშნე, არა მარტო მისი, არამედ სხვა მოწმეების ჩვენებები, რომლებიც დაკითხულები არიან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან რომეო მიქაუტაძესთან დაკავშირებული კომპანია ახდენდა სხვადასხვა უძრავი ქონების შეძენას საქართველოს მასშტაბით. 

მოცემულ საქმეზე მოწმემ იცოდა, რომ კონკრეტულ კომპანიას მიჰყიდა მიწის ნაკვეთი,” – აცხადებს პროკურორი მარშანია.

“პირველება” რომეო მიქაუტაძის საქმეში მოწმედ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის არსებობის შესახებ კთხვები დაკავებული ექს მაღალჩინოსანის ადვოკატს დაუსვა.

ბექა ნემსიწვერიძე ადასტურებს, რომ გიორგი მეხრიშვილი მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით არის გამოკითხული.

გიორგი მეხრიშვილი ვისი პირადი დაცვის წევრია ჩემთვის არ არის ცნობილი. ამ საქმეში მეხრიშვილი გამოკითხული იყო კონკრეტული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, წარსულში ის ვისი დაცვის [წევრი იყო] არ ვიცი.

რაც შეეხება პროცესზე დღეს დაკითხულ მოწმეს, მან შეიძინა ერთ-ერთი კომპანია „ჯეოკრაფტი“ და აღწერა მის მიერ კომპანიის შეძენის პროცესი. განმარტა, რომ არ იცის, ვინ არის რომეო მიქაუტაძე და მის შესახებ გაიგო ტელევიზიიდან მისი დაკავების შემდგომ. ანუ შეხება მას და რომეო მიქაუტაძეს არ ჰქონიათ, უბრალოდ, მან იყიდა ერთ-ერთი კომპანია, რითაც გამოძიება დაინტერესდა ამ საქმესთან დაკავშირებით და ამ ფაქტის შესახებ გამოიკითხა” – აცხადებს ადვოკატი. 

პროკურატურის მტკიცებით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ ექს-მაღალჩინოსანმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.