მედია: რომეო მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ ეკონომიკის სამინისტროში პირველი მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა

რომეო მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ ეკონომიკის სამინისტროში პირველი მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ექსმაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ ღარიბაშვილთან კავშირები პოსტის დატოვების მიზეზი არ ყოფილა. ჟურნალისტის კითხვაზე, დატოვა თუ არა თანამდებობა საკუთარი სურვილით, მიქაუტაძე დადებითად პასუხობს, დამატებით კითხვებს კი აღარ პასუხობს.

დანარჩენზე მიმართეთ პრესცენტრს, – უთხრა მიქაუტაძემ “პირველებს” სატელეფონო საუბრიბსას. 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის უწყების გარდა, საკადრო წმენდაა ეკონომიკის სამინისტროშიც. პოსტი ლევან დავითაშვილმა შეინარჩუნა, თუმცა მისი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა. მიქაუტაძე ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრად ითვლება, რომელიც ასევე მისი ნათელმირონია.  ასევე შაბათის ეთერმა დაადგინა, როგორ გამდიდრდა მიქაუტაძე თანამდებობაზე ყოფნისას და როგორ გადასცეს მას სამეგრელოშ უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ჩალის ფასად.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ