მედია – რობერტ ფიცო რუსეთში გაემგზავრა – მოსალოდნელია, რომ ფიცოც ვუჩიჩის მსგავსად, მოსკოვში უცნაური ტრაექტორიით წავა, მისი თვითმფრინავი გადაიფრენს უნგრეთს, რუმინეთს და შავ ზღვას, ვიდრე რუსეთის საჰაერო სივრცეში შევა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა მოსკოვში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად სერბეთისა და სლოვაკეთის ლიდერებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე დახურეს, მოსალოდნელია, რომ ფიცო, ვუჩიჩის მსგავსად, უცნაური ტრაექტორიით წავა მოსკოვისკენ.
გამოცემის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ფიცოს თვითმფრინავი გადაიფრენს უნგრეთს, რუმინეთს, შავ ზღვას (თურქეთისა და საქართველოს სანაპიროს მახლობლად), სანამ რუსეთის საჰაერო სივრცეში შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)