მედია: რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რაში სჭირდება “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ყველაზე მეტად?

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ ბოლო დროს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბულ­მა სხვა­დას­ხვა კა­ნონ­მა თუ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ა­ჩი­ნა ეჭვი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი ამ მო­ა­რულ აზრს უარ­ყო­ფენ და ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ სა­ა­მი­სოდ არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა, არც ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს (2028 წლამ­დე), თუმ­ცა, რო­გორც ოპო­ზი­ცია ამ­ბობს, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თვის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის და ასე­ვე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა 78-ე მუხ­ლის გა­სა­უქ­მებ­ლად სჭირ­დე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს.

  • ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი:

“სამ­წუ­ხა­როდ, მე არ ვფიქ­რობ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უნდა და სწო­რედ ამი­ტომ იღებს რა­ღაც კა­ნონპ­რო­ექ­ტებს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით. ზო­გა­დად, რა თქმა უნდა, ალ­ბა­თო­ბა ყვე­ლაფ­რი­საა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა-არ­ჩა­ტა­რე­ბა უშუ­ა­ლოდ მიბ­მუ­ლია იმას­თან, თუ რა მოხ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში. უკ­რა­ი­ნა­ში ისე თუ წა­რი­მარ­თა ვი­თა­რე­ბა, რო­გორც ამას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ფიქ­რობს, მა­შინ ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში ჩა­ტარ­დე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღარ ექ­ნე­ბა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­დღაც შუა პო­ზი­ცია და­ი­ჭი­როს, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა უკვე გა­და­ლა­ხუ­ლი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა. მა­შინ “ოც­ნე­ბას“ არ­ჩევ­ნე­ბი ნამ­დვი­ლად დას­ჭირ­დე­ბა. უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თა­რე­ბა თუ ისე წა­ვი­და, რო­გორც რუ­სეთს აწყობს, “ოც­ნე­ბას“ ნამ­დვი­ლად დას­ჭირ­დე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, რომ ამო­ი­ღოს 78-ე მუხ­ლი და შემ­დეგ უკვე ქვე­ყა­ნა­ში პრო­ცე­სე­ბი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­დე­ბა. და თუ სა­პი­რის­პი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­ნა (ანუ უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლო), მა­შინ კო­ბა­ხი­ძეს და მის გუნდს, რბი­ლად რომ ვთქვათ, მო­უ­წევს “პენ­სი­ა­ზე წას­ვლა“.

ცხა­დია, არ­ჩევ­ნე­ბი მა­ინც ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ უკვე სხვაგ­ვა­რი არ­ჩევ­ნე­ბი და სხვა ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა. ასე რომ, რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ეს ჩემ­თვის პირ­და­პირ უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია. რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის ომი დას­რულ­დე­ბა, ეს თუ მოხ­და გა­ზა­ფხულ­ზე, მა­შინ არ­ჩევ­ნებს შე­მოდ­გო­მა­ზე უნდა ვე­ლო­დოთ, თუ ომი დრო­ში გა­ი­წე­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ი­რი ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ტარ­დე­ბა. გულ­წრფე­ლად რომ ვთქვათ, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ამ ეტაპ­ზე ქვეყ­ნის შიგ­ნით საფრ­თხე (თუ რა­ღაც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი არ მოხ­და) არ ემუქ­რე­ბა. კი, მას ხელს უშ­ლის და აწუ­ხებს ის, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ხალ­ხი ყო­ველ დღე რუს­თა­ველ­ზეა, მაგ­რამ არც იმ­დე­ნად, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე წა­ვი­დეს. აქ კი­დევ გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლი იყო ოქ­ტომ­ბრის თვე, გან­სა­კუთ­რე­ბით 4 ოქ­ტომ­ბე­რი, რა მოხ­და და რო­გორ მოხ­და. “ოც­ნე­ბა“ თუ და­ი­ნა­ხავს იმას, რომ მთე­ლი ოპო­ზი­ცია ისევ უარ­ზეა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე, მა­ში­ნაც შე­საძ­ლოა ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გას, თუმ­ცა ეს მა­ინც მე­ეჭ­ვე­ბა.

ვრცლად