“პირველების” რედაქცია ამ დრომდე ელოდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ოფიციალურ განმარტებას, რა პასუხი ექნება, უწყებას, დღეს გავრცელებულ რადარის ჩანაწერებზე. ამ ჩანაწერებით დგინდება, რომ საქართველოში დაგეგმილი მრავალეროვანი სწავლებების პარალელურად რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ თვალთვალს ახორციელებდა. რა ფაქტები გახდა დღეს საჯარო? – რამდენიმე საათის წინ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტიდან რუსეთის საჰაერო ძალების AN-26 ტიპის ბორტი აფრინდა და სამი საათის განმავლობაში წრეზე დაფრინავდა.
ტელეგრამ არხებზე უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის კუთვნილი AN-26-ის ტიპის სადაზვერვო ბორტი, დასავლეთ საქართველოს ზვერავს – რაც მთავარია, დაზვერვას ახორციელებს, ცრუ მიზეზით – “საფრენი შემოწმებები და სისტემები”.
ეს ფრენა დროში ემთხვევა NATO-ს სწავლებას საქართველოში, რომელიც 25 ივლისს გაიხსნება, თუმცა სენაკის სამხედრო ბაზაზე მოსამზადებელი პროცესი უკვე მიმდინარეობს. ახლა საქართველოს ცაზე ამერიკული და NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ვერტმფრენები გადაადგილდებიან.
რადარის მონაცემით ამერიკული “ბლექ ჰაუკის” ტიპის სამხედრო-სატრანსპორტიი ვერტმფრენები, დღეს, სენაკის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაფრინდნენ. ეს არის ერთ-ერთი პირველის სწავლება, რომელიც საქრათვლო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ, ქვეყანაში ტარდება.
სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთი დაზვერვით სამუშაოებს ატარებს.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ასეთი ფრენების დროს საქართველო საქმის კურსში უნდა აყენებდეს, პარტნიორი ქვეყნებს და საერთაშორისო დონეზე ეწეოდეს რეაგირებას.