მედია: რა ვიცით “ხორასანის” შესახებ – რას წარმოადგენს დაჯგუფება, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა

ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მელ­მაც მოს­კოვ­ში მომ­ხდარ ტე­რაქ­ტზე აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ავ­ღა­ნეთ­ში ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს გან­შტო­ე­ბაა, სა­ხელ­წო­დე­ბით – “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ხო­რა­სა­ნის პრო­ვინ­ცია”, ან ISIS-K.

  • ISIS-k 2015 წელს “თა­ლი­ბა­ნის” პა­კის­ტა­ნუ­რი გან­შტო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლო წევ­რებ­მა და­ა­არ­სეს და “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” კი­დევ უფრო ძა­ლა­დობ­რი­ვი ვერ­სია გახ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2021 წელს, ამე­რი­კუ­ლი სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი­სა და ავ­ღა­ნუ­რი კო­მან­დოს ერ­თობ­ლი­ვი დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად, მისი წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 1500-დან 2000-მდე მებ­რძო­ლით შემ­ცირ­და. მოკ­ლეს დაჯ­გუ­ფე­ბის მრა­ვა­ლი ლი­დე­რი. ISIS-K-ს მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დრა­მა­ტუ­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც იმა­ვე წელს “თა­ლი­ბებ­მა” ავ­ღა­ნეთ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჩა­იგ­დეს ხელ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი ეტა­პობ­რი­ვად ახერ­ხე­ბენ კვლავ ძა­ლის მოკ­რე­ბას. 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში, ქვეყ­ნი­დან ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის გას­ვლის დროს, ქა­ბუ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა ტე­რაქ­ტი მო­ა­წყო, რის შე­დე­გა­დაც და­ი­ღუ­პა 13 ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი და 170-მდე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ISIS-k-მ აიღო.

  • მას შემ­დეგ “თა­ლი­ბა­ნი” ავ­ღა­ნეთ­ში ISIS-k-ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას აწარ­მო­ებს. ჯერ­ჯე­რო­ბით “თა­ლი­ბე­ბი” ხელს უშ­ლი­ან ამ ჯგუფს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა­ში და ასე­ვე, “თა­ლი­ბა­ნის” მებ­რძო­ლე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბა­ში. უფრო მე­ტიც, ამე­რი­კე­ლი გე­ნე­რა­ლი, ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი აცხა­დებს, რომ ISIS-K-ს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნოს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს სულ მცი­რე ექვს თვე­ში“.

ISIS ბოლო პე­რი­ოდ­ში ცდი­ლობს უფრო აქ­ტი­უ­რი იყო გარე ოპე­რა­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ევ­რო­პა­ში კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­ნად­გუ­რეს ISIS-k-ის რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი გეგ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ ამ ჯგუფ­მა აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ირან­ში, ქერ­მან­ში 3 იან­ვარს მომ­ხდარ ტე­რაქ­ტზე, რო­მელ­საც 95 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ტე­რო­რიზ­მის სა­კი­თხე­ბის მკვლე­ვა­რი, ანა­ლი­ტი­კო­სი კო­ლინ კლარ­კი ამ­ბობს, რომ ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ISIS-K გა­მუდ­მე­ბით აკ­რი­ტი­კებს ვლა­დი­მერ პუ­ტინს. “ISIS K თვლის რომ კრემlს ხე­ლე­ბი მუს­ლიმ­თა სის­ხლში აქვთ გას­ვრი­ლი და მი­უ­თი­თე­ბენ მოს­კო­ვის ინ­ტერ­ვენ­ცი­ა­ზე ავ­რა­ნეთ­ში, ჩეჩ­ნეთ­სა და სი­რი­ა­ში“.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა