მედია: რა დირექტივებს იღებდით, როდესაც უცხოურ ორგანიზაციებში მუშაობდით? – რა პასუხი აქვთ “ოცნების” იმ დეპუტატებს, ვინც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებოდნენ

ვისგან იღებდით დავალებებს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდით? – “პირველების” ამ კითხვაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობას პასუხი არ აქვთ.

„პირველებმა“ კითხვა დაუსვა იმ დეპუტატებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ და მათივე კანონპროექტის თანახმად „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებოდნენ – იყო თუ არა შემთხვევა, როდესაც უცხოური ორგანიზაცია მათ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას აიძულებდა? თუმცა დეპუტატების უმრავლესობა ამ კითხვას თავს არიდებს.

ჟურნალისტების კითხვას არ უპასუხა გივი მიქანაძემ, რომელმაც რუსული კანონის პრეზენტაცია გამართა ღეს პარლამენტში და რომელსაც მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს საერთაშორისო ორგანმიზაციებში.

მაია ბითაძე კი ამბობს, რომ “ოცნების” მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმება, თუმცა არ პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, „ავალებდა“ თუ არა რომელიმე ორგანიზაცია ანტისახელწმიფოებრივ საქმიანობას, როდესაც ის საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა.

თითოეული ის პროექტი, რომელშიც მე ვმონაწილეობდი და ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაციის კონტრაქტორი, მათ შორის ვიკავებდი მაღალ თანამდებობას გაეროში, ყველა ეს საქმიანობა გადაითარგმნა მარტივად იმ კანონმდებლობაში, რომელიც ჩვენ შევქმენით, მაგრამ არის შემტხვევები და ამაზე პრემიერმა ისაუბრა ნათლად, როდესაც მიმღები არ არის სახელმწიფო, არამედ არის მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია და აბსოლუტურად გაურკვეველი რჩება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას ხმარდება ესა თუ ის თანხა, რომელიც დონორის მიერ არის განხორციელებული,“ – ამბობს მაია ბითაძე.

“ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება აქვს, რატი იონათამიშვილია, რომელიც დღეს ამტკიცებდა, რომ იმ NGO-ს, სადაც ის მუშაობდა, გამჭვირვალობის პრობლემა არ აქვს.

დიახ, მე განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ცხოვრების იმ პერიოდით, როდესაც ვმუშაობდი კოალიციაში „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, ეს იყო შსმ პიორთა ორგანიზაცია, ჩვენი მუშაობა მაშინაც იყო სრულად გამჭვირვალე, დღესაც არის გამჭვიერვალე ამ ორგანიზაციის მუშაობა და ეს არის ის ღირებულება, რაც გვაერთიანებდა და ეს არის ჩვენი მიზანი, რომ მსგაავსი საკითხების ირგვლივ ინფორმაცია ჰქონდეს,“ – ამბობს რატი იონათამიშვილი.

მაკა ბოჭორიშვილი კი ამბობს, რომ „ოცნებას“ აქვს შიშები, რადგან გუნდში თვლიან, რომ არიან სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოსთვის კეთილი ინტერესები არ აქვთ.

არჩილ თალაკვაძესაც, ნიკოლოზ სამხარაძესაც, საც, შალვა პაპუაშვილსაც შეუძლიათ იყვნენ ამაყები იმით, რომ ჩვენი პარტნიორებისმ კეთილ ინტერესებს ემსახურებოდნენ და ბევრი კარგი რამ გაუკეთეს ამ, საზოგადოებას. პარტნიორები არიან პარტნიორები, მათ აქვთ ინტერესები და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან ჩვენი მტრები, ინტერესები აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესები აქვთ, ინტერესი შეიძლება იყოს კეთილი. ჩვენ გვაქვს შიშები, რომ არიან ქწვეყნები, რომლებსაც ამ ქვეყანაში აქვთ არაკეთილი ინტერესები,“ – ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.

20-ზე მეტი დეპუტატი ჰყავს მმართველ გუნდს, ვინ არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა. საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს ირაკლი საც.

ვრცლად