მედია: რაში გაცვალეს თსუ-ს მეშვიდე კორპუსი?

თსუ-ს მეშვიდე კორპუსი, რაც სახელმწიფოს გადაეცა, მთავრობამ IBSU-ს აეროპორტთან მდებარე მიწაში გაუცვალა – როგორც bm.ge წერს, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა შავი ზღვის უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ მშენებარე კამპუსი და 101,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც მთავრობამ IBSU-ს თბილისში ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებული 8385 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთში გაუცვალა.

ირკვევა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მთავრობა ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობას გეგმავს.

მთავრობის განკარგულების თანახმად, IBSU-ს მიწის მონაცველობის ღირებულების სხვაობის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით 44 550 ლარის გადახდა დაევალა.

  • საჯარო რეესტრში თსუ-ს მიერ სახელმწიფოსთვის ამ ქონების გადაცემა 2025 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა, ხოლო მთავრობის 18 დეკემბრის განკარგულებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამ უძრავი ქონების IBSU-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში გაცვლის უფლება მიეცა, 29 დეკემბერს კი ამ ქონების მესაკუთრედ შავი ზღვის უნივერსიტეტი დარეგისტრირდა.

თავის მხრივ, 2025 წლის აგვისტოში მესაკუთრე შეეცვალა IBSU-ს, რომლის მესაკუთრეც სეუ-ს დამფუძნებელი გია კავთელიშვილი გახდა. იქამდე, 2023-2025 წლებში უნივერსიტეტის მფლობელი, კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა შენგელია იყო.

მიწის გაცვლის ოპერაციის შედეგად, სრულად სახელმწიფო საკუთრებაში მოექცა 270,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობა იგეგმება.