მედია: რატომ ბომბავს პუტინი რუსულ ქალაქებს?! – ფაქტები, რომლებსაც კრემლი მალავს: ბომბები ფრთების გარეშე

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამერიკულ გამოცემა Philadelphia Inquirer -თან ინტერვიუში აღიარებს, რომ დღეს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ს საოკუპაციო ძალების მიერ პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით (УМПК) აღჭურვილი სხვადასხვა კალიბრის საავიაციო ბომბების მასობრივი გამოყენება წარმოადგენს.

“მარტო ბოლო კვირას 800-ზე მეტი ასეთი კორექტირებადი ბომბი გვესროლეს, თვეში მათი რაოდენობა სამი ათასამდეც კი ადის, მათ ჩამოსაგდებად ამდენი „პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტა ჩვენ კი არა, მთლიანად ნატოსაც არ მოეპოვება, ამიტომაც სასწრაფოდ საჭიროა, ვაშინგტონმა გაგვიუქმოს აკრძალვა 300 კმ-ზე მოქმედი ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იმ სამხედრო აეროდრომებზე საჰაერო იერიშების მიტანაზე, საიდან აფრენილი რუსული თვითმფრინავებიც ასეთ კორექტირებად ბომბებს გვაყრიან”, – აკონკრეტებს მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემას უკრაინის პრეზიდენტი…

ისე დაემთხვა, რომ ამ ბლოგის გუშინდელ სტატიაში – „თეთრი სახლი ისევ უკრძალავს კიევს ყველაზე „მსუყე“ რუსული სამიზნის დაბომბვას…“, სწორედ ამ თემას შევეხეთ და განვმარტეთ, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება დღეს უკრაინის სიახლოვეს მდებარე რუსულ სამხედრო აეროდრომებზე და, პირველ რიგში, ვორონეჟის ბალტიმორის საჰაერო ბაზაზე (საიდანაც აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ყოველდღიურად ბომბავენ ს) კასეტურქობინიანი ამერიკული აერობალისტიკური რაკეტებით შეტევას… დღევანდელ სტატიაში კი ამავე თემას გავაგრძელებთ, ოღონდ სხვა რაკურსით -უკრაინული ქალაქების დასაბომბად ჩამოგდებული რუსული პლანირებადი საავიაციო ბომბები რატომ ეცემა რუსულ ქალაქებშივე?

რუსი სამხედრო პროპაგანდისტებიც ვეღარ მალავენ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბელგოროდის ოლქში ხუთი საავიაციო ბომბი აღმოაჩინეს და მათ შორის ის სამტონიანი ФАБ-3000-იც, რომლის მსგავსითაც უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ლიპცის საავადმყოფოს შენობა ააფეთქეს და ამის ამსახველი ვიდეოკადრებით ამაყობდნენ… (დაწვრილებით იხილეთ ამ ბლოგის 21 ივნისის სტატიაში – „ბარბაროსობა რუსულად: დაბომბილი საავადმყოფო – პირველად ომის მიმდინარეობისას რუსებმა 3-ტონიანი მართვადი ბომბი გამოიყენეს“). რუსული დასახლებული პუნქტიდან ექვს კმ-ში ჩამოვარდნილი სამტონიანი ბომბი აფეთქდა, სამაგიეროდ, 500 და 1 500 კგ კალიბრის აუფეთქებელი ბომბების გაუვნებელყოფა ისევ რუს გამნაღველებს მოუწიათ.

ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი რუს სამხედრო პროპაგანდიტებზე უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა და აცხადებს, რომ 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის აპრილის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც რუსეთის ავიაციამ უკრაინის წინააღმდეგ პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით (УМПК) აღჭურვილი სხვადასხვა კალიბრის საავიაციო ბომბებს მასობრივი გამოყენება დაიწყო, უშუალოდ საზღვრისპირა ბელგოროდის ოლქის რუსული ქალაქებისა და სოფლების სიახლოვეს ან უშუალოდ მათ ქუჩებში, არანაკლებ 38 ასეთი საავიაციო ბომბი ჩამოვარდა, რომელთა ნაწილიც აფეთქდა…

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა დავითულიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე – “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთთან არც “ე.წ.” დაუწერიათ და არაფერი – ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ