მედიები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე დაყრდნობით წერენ, რომ პოლონეთის არჩეული პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი რუსეთში ძებნილი პირია.
რუსმა სამართალდამცავებმა ნავროცკი ძებნილი პირების სიაში 2024 წელს შეიყვანეს, მას “პოლონეთის ტერიტორიაზე წითელი არმიისადმი მიძღვნილი ძეგლების დემონტაჟში თანამონაწილეობა” ედება ბრალად.
ნავროცკიმ 2025 წლის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
შედეგების მიხედვით, პარტია კანონი და სამართალის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ ხმების 50.89%-ით გაიმარჯვა, ხოლო პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა, რაფაუ ტშასკოვსკიმ ხმების 49.11% მიიღო.
ნავროცკი ტრადიციულ კათოლიკურ და ოჯახურ ღირებულებებს უჭერს მხარს და მტკიცედ იცავს პოლონეთის სუვერენიტეტს ევროკავშირის ფარგლებში.
ის მხარს უჭერს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში და ევროკავშირში მიმდინარე ომის დროს გაწევრიანება არ სურს.