მედია: პოლიციელებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე (ფოტოები)

პოლიციელებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
 წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დაკავებული არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – სავარაუდოდ, ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
მელიქიშვილის გამზირზე აქციის ორ მონაწილეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
19 ნოემბრის დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლადო აფხაზავა: მჭირდება მოხალისეები, რომლებიც სტიქიის დროს საკვების გარეშე დარჩენილ მოხუცებს (და ასეთი ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრია) ან ნებისმიერ ოჯახს, რომელსაც ეს პრობლემა შეექმნა, მიაწვდის გამზადებულ საკვებს

ლალი მოროშკინა: ახლა რომ აბრალებთ მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს, სავსე მთვარეობას, ილონ მასკს, ყველას და ყველაფერს საკუთარი თავის გარდა, განა რა ხდება ისეთი, რაც ჩვენს ბავშვობაში არ მომხდარა?