მედია: პენზის ციხეში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ბორის „აპაკელა“ გარდაცვლილი ნახეს

„კანონიერი ქურდი“ ბორის პეტროვი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც „აპაკელა“  სოხუმის კლანიდან, ს ქალაქ პენზის ციხეში გარდაცვლილი ნახეს, – ამის შესახებ lenta.ru Prime Crime-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის თანახმად, „კანონიერი ქურდი“ მე-5 სასჯელაღსრულების კოლონიაში 8 აპრილის ღამეს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ხანდაზმული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება, რომელიც სამარტოო საკანში განსაკუთრებით გაუარესდა.

2023 წლის 21 ივნისს მოსკოვის საოლქო სასამართლომ „აპაკელას“ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1965 წელს მან მიიღო კანონიერი ქურდის სტატუსი და და სარგებლობდა ავტორიტეტით კრიმინალურ გარემოში, მონაწილეობდა ქურდულ შეკრებებში და კრიმინალური გავლენის სფეროების გადანაწილებაში. 60 წლის განმავლობაში ის ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ფლობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!