საგანგებო რეზოლუცია საქართველოზე – კრიტიკული გზავნილების მოსმენა “ოცნების” წარმომდგენლებს სტაბულში უწევთ, სადაც სხოდმა მიმდირეობს.
ცოტა ხნის წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ სამხარაძე, რომელმაც უმაღლესი ტრიბუნიდან აღიარა, რომ ცივილიზებული სამყარო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღაირებს და რიგი ქვეყნები ივანიშვილის გუნდთან დიალოგზე უარს ამბობენ.
ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მუდმივად უგულებელყოფს არა მხოლოდ პოლიტიკურ ნებას, არამედ სხვადასხვა ერის, განსაკუთრებით შედარებით მცირერიცხოვანის. ერთი მხრივ, ისინი უარს ამბობენ ლეგიტიმური არჩევნების შედეგების აღიარებასა და პატივისცემაზე, თუ არჩევნების შედეგები არ მოსწონთ, ხოლო მეორე მხრივ, ცდილობენ კონკრეტული სოციალური ან იდეოლოგიური ნორმების დაწესებას. ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ამ ერების კულტურულ ღირებულებებს. მეორე შეშფოთება რადიკალიზაციაა და ახლა ისინი ცდილობენ უარი თქვან დიალოგზე, განსაკუთრებით მათთან, ვინც პოლიტიკური სპექტრის საპირისპირო პოზიციებს წარმოადგენენ”, – განაცხადა სამხარაძემ.




