მედია: ოცნებამ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ალექსანდრე წულაძე დანიშნა

TV PIRVELI-ს ინფორმაციით, ოცნებამ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ალექსანდრე წულაძე დანიშნა.
მაკა ბოჭორიშვილი ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება მისი და ირაკლი კობახიძის მიერ არის მიღებული.
“რატომ იცინით, რაში გამომიჭირეთ… ჩემი და კობახიძის [გადაწყვეტილება იყო]” | ამბობს ბოჭორიშვილი “ტვ პირველთან”.
ალექსანდრე წულაძე 2019 – 2023 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. 2023 წლიდან 2024 წლამდე კი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, 2024 წლიდან 2025 წლის ივნისამდე კი განათლების მინისტრის პოსტზე მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა – პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს, მაგრამ, მჯერა, მშვიდობის მიღწევა მოხდება

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..