უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მზია თოდუა ირწმუნება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებზე ბიძინა ივანიშვილთან მთავარი კონტაქტ-პერსონა არ ყოფილა.
“არა ბატონო, ნუ მელაპარაკებით, არ მაინტერესებს”– ეუბნება ის “პირველებს” და ამტკიცებს, რომ უზენაესის ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალური განცხადებები, რომელიც გუშინ ყველა მედიასა თუ სოციალურ ქსელზე იყო გავრცელებული, არ უნახვს.
არა ბატონო, მე ეგეთ რამეებს არ ვუსმენ და მასთან დაკავშირებით ნუ დამისვამთ კითხვას [ალავიძის განცხადებებზე]- ამბობს თოდუა.
- ალავიძის მტკიცებით, მზია თოდუა და ნინო გვენეტაძე პირადად მიდიოდნენ ბიძინა ივანიშვილთან და მისი ბრძანებები მოსამართლეებამდე მიჰქონდათ.
მზია თოდუა, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, ადრე “ქართუ ბანკის” იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. როგორც ბესარიონ ალავიძე ამბობს, ივანიშვილი მას წლების განმავლობაში “ქართუს საქმეებს” ანდობდა და ახლა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია უზენაეს სასამართლოში.
თოდუას “ქართუსთან” და ივანიშვილთან კავშირებზე საუბრობს “პირველებთან” უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილიც.
დატოვა მან შესანიშნავი სამსახური და მიიღო თანამდებობა “ქართუ ბანკში”. ის იყო მსიი იურისტი. მას ჰქონდა შემხებლობა რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან, მისი ადვოკატი იყო და ამის შემდეგ, უცებ ხვდება უზენაეს სასამართლოში. მე იმ პერიოდში ნინო გვენეტაძესთან და სხვებთან ერთად ვიბრძოდი. ჩემი კანდიდატურა გვერძე გაწიეს და წარადგინეს ჩემი და ეკა გასიტაშვილის კანდიდატურა.