მედია – მსოფლიოში პირველად, უკრაინელებმა რუსული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი საზღვაო დრონით გაანადგურეს

მსოფლიოში პირველად, უკრაინელებმა რუსული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი საზღვაო დრონით გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმმა „Group 13“-მა მსოფლიოში პირველად, საჰაერო სამიზნეს Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონის გამოყენებით დაარტყა.
დაზვერვის ინფორმაციით, ს მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, შავ ზღვაში გამართული ბრძოლის დროს, რუსული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი R-73 SeeDragon რაკეტებით განადგურდა.
ამასთან, ბრძოლის დროს კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი დაზიანდა, თუმცა აეროდრომამდე მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩხეიძე: საერთაშორისო დამნაშავეს ხალიჩებით და აპლოდისმენტებით ხვდებიან, სხვის სახლში შეჭრილ სერიულ მკვლელს ევედრებიან, ოღონდ ხალხს ნუღარ კლავ, მხოლოდ ცეცხლი შეწყვიტე და იქ დარჩი სადაც ხარ…