მედია: მოსამართლეების ხელფასები და დანამატები | ვინ რამდენს იღებს?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები  დანამატებს კვლავ უსაფუძვლოდ და გაუმჭვირვალედ იღებენ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” კვლვეაში.

მათვე მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა დანამატის ოდენობა საბჭოს იმ წევრებისთვის,  რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიც არიან.

რაც შეეხება პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს, მათი შრომის ანაზღაურების ზუსტი ოდენობის დადგენა ვეღარ ხერხდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კანონით დაკისრებული ვალდებულების მიუხედავად, გადაწყვეტილებებს არც ვებგვერდზე აქვეყნებს და არც საჯარო ინფორმაციის სახით გასცემს.

: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე:

მისი შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობა, წინა წელთან შედარებით 2575 ლარით არის გაზრდილი და 16 025 ლარს შეადგენს.

ორივე დანამატს  მოსამართლეები თავად უწერენ საკუთარ თავებს წინასწარ, ყოველი თვისთვის.

ნინო ქადაგიძე ერთ-ერთი ის მოსამართლეა, რომლის დატვირთულობაც საიდუმლოა, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ის საქმეებს საერთოდ არ განიხილავს. როგორც წესი, ქადაგიძე არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხვედრებს ესწრება. ამ ფონზე, კიდევ უფრო დაუსაბუთებელია მის მიერ საკუთარი თავის ფინანსური წახალისება.

2024 წელი:

  • ყოველთვიური ხელფასი: 7000
  • მოსამართლის ყოველთვიური დანამატი: 7825
  • საბჭოს წევრობის დანამატი: 1200
  • შრომის ანაზღაურება ჯამურად, თვეში- 16 025 ლარი;

ლევან თევზაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

2024 წელი:

  • ყოველთვიური ხელფასი: 6000
  • მოსამართლის ყოველთვიური დანამატი: 7070
  • საბჭოს წევრობის დანამატი: 1200
  • შრომის ანაზღაურება ჯამურად, თვეში -14 270 ლარი

ქეთევან ცინცაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ქეთევან ცინცაძის  შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობა, წინა წელთან შედარებით, 2270 ლარით არის გაზრდილი.

2024 წელი: 

  • ყოველთვიური ხელფასი: 6 000
  • მოსამართლის ყოველთვიური დანამატი: 7070
  • საბჭოს წევრობის დანამატი: 1200
  • შრომის ანაზღაურება ჯამურად, თვეში -14 270 ლარი

ლევან მიქაბერიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

ლევან მიქაბერიძის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობა, წინა წელთან შედარებით, 2270 ლარით არის გაზრდილი.

2024 წელი

  • ყოველთვიური ხელფასი: 6 000
  • მოსამართლის ყოველთვიური დანამატი: 7070
  • საბჭოს წევრობის დანამატი: 1200
  • შრომის ანაზღაურება ჯამურად, თვეში -14 270 ლარი

გიორგი მიქაუტაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის  მოადგილე

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეს, გიორგი მიქაუტაძეს 2023 წელს, ისევე როგორც წინა წელს,  მხოლოდ 6 საქმე დაეწერა, რაც დაახლოებით 16-ჯერ ჩამორჩება იმავე პალატაში სხვა  მოსამართლეებზე ყოველწლიურად განაწილებული საქმეების რაოდენობას.   ამის მიუხედავად, მიქაუტაძე ყოველთვიურად იღებს ხელფასზე მაღალ დანამატს.

2024 წელი: 

  • ყოველთვიური ხელფასი: 6 300
  • მოსამართლის ყოველთვიური დანამატი: 7315
  • შრომის ანაზღაურება ჯამურად, თვეში: 13 615 ლარი
  • 2023 წელს დაეწერა 6 საქმე.

შალვა თადუმაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს-შალვა თადუმაძეს 2023 წელს მხოლოდ 19 საქმე დაეწერა, რაც დაახლოებით 12-ჯერ ჩამორჩება იმავე პალატაში სხვა  მოსამართლეებზე ყოველწლიურად განაწილებული საქმეების რაოდენობას.  ამის მიუხედავად, თადუმაძე ყოველთვიურად იღებს ხელფასზე მაღალ დანამატს.

2024 წელი:

  • ყოველთვიური ხელფასი: 6 300
  • მოსამართლის ყოველთვიური დანამატი: 7315
  • შრომის ანაზღაურება ჯამურად, თვეში: 13 615 ლარი
  • 2023 წელს დაეწერა 19 საქმე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიესალმება მოსამართლეებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნას, თუმცა აუცილებლად მიიჩნევს ამ პროცესის გამჭვირვალობას.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ