მედია: მოპარული მილიონები და უხარისხოდ დაგებული გზები – დაადებენ თუ არა ხელბორკილს ღარიბაშვილის კაბინეტის კიდევ ერთ მინისტრს? (ვიდეო)

ღარიბაშვილის კაბინეტის კიდევ ერთი მინისტრი, ვის გარშემოც კორუფციის საქმეზე წრე ვიწროვდება, ირაკლი ქარსელაძეა. სუსმა კორუფციის ბრალდებით ხელბორკილები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩავარდნილი პროექტის გამო ბიზნესმენებს დაადო. ბრალი წაუყენეს საზედამხედველო სამსახურის თანამშრომლებსაც, თუმცა საგამოძიებო უწყებაში არაფერი თქმულა მინისტრზე, რომლის დროსაც შპს “ქროსთ ფონთთან” ხელშეკრულება დაიდო.

მარნეული-ალგეთის დამაკავშირებელი 15 კილომეტრიანი გზატკეცილი ექსპლუატაციაში ვერ შევიდა. გაირკვა, რომ კომპანიამ, რომელმაც მის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა აიღო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი მიითვისა. ახლა მთავარი კითხვაა, იკვეთება თუ არა ამ დანაშაულებრივ სქემაში ირაკლი ქარსელაძის მონაწილება, რომლის მუშაობითაც სუსის ანტიკორუფციული სააგენტო ისედაც დაინტერესებულია.

“ოცნების” ყოფილი წევრები ამბობენ, რომ კულუარებიდან შიდა ინფორმაცია ჟონავს. იმ ფულის დაბრუნებას ითხოვს, რომლის მოპარვის უფლებასაც ჩინოვნიკებს თავად აძლევდა. ვინც ფულს აბრუნებს, ის თავისუფლებას ყიდულობს, დანარჩენებს კორუფციის ბრალდებით 9 წლიანი ციხე ემუქრებათ.