მედია: მოდელი და “ინფლუენსერი”, რომელსაც კრემლი “გადამზიდად” იყენებს? – როგორ შედის რუსეთში მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, სანქციების მიუხედავად

BBC News-ის მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სეთ­ში, სამ­ხედ­რო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე 2,1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გა­ი­ყი­და.

დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ბრი­ტა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის კა­მე­რის ლინ­ზე­ბი ად­რე­სატ­თან ყირ­გი­ზეთ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ გაგ­ზავ­ნა, რო­მელ­საც, რო­გორც ჩანს, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბის მო­დე­ლი მარ­თავს.

ბრი­ტა­ნელ­მა მწარ­მო­ე­ბელ­მა Beck Optronic Solutions-მა, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნულ ტან­კებ­ზე Challenger 2-ზე და გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ ჯე­ტებ­ზე- F35-ზე მუ­შა­ობ­და, BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მას სან­ქცი­ე­ბი არ და­ურ­ღვე­ვია. არ აქვს არა­ნა­ი­რი საქ­მი­ა­ნი შე­ხე­ბა რუ­სეთ­თან ან ყირ­გი­ზეთ­თან და გა­და­ზიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არ არის.

“ჩვე­ნი გა­მო­ძი­ე­ბა ბა­დებს კი­თხვებს, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ,“ – წერს გა­მო­ცე­მა.

გზამ მიგ­ვიყ­ვა­ნა 25 წლის ვა­ლე­რია ბა­ი­გას­ტი­ნას­თან. ყა­ზახ გო­გო­ნას­თან, რო­მე­ლიც ახლა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში ცხოვ­რობს. ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მო­მუ­შა­ვე მო­დე­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს თა­ვი­სი მდიდ­რულ ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი ეწ­ვია დუ­ბა­ის, შრი-ლან­კას და მა­ლა­ი­ზი­ას.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში მას არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ არის იმ ფირ­მის დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას აწ­ვდი­და რუ­სეთ­ში სან­ქცი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებს.

ვრცლად