მედია: მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას ორი პირი ორმოში ჩავარდა, ერთი დაიღუპა

მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას ორმოში ორი პირი ჩავარდა, ერთი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.

მათი ცნობით, მეორე პირი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოცემის თანახმად, ორივე პირი კომპანია China Group-ის თანამშრომელია.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება