მედია: ლევან დავითაშვილი ირაკლი კობახიძის მრჩეველი აღარ არის

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ორი მრჩეველი დარჩა.

როგორც BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ირაკლი კობახიძის უფასო მრჩევლებად ლევან იზორია და ანრი ოხანაშვილი რჩებიან. პირველი რჩევებს განათლების საკითხებში აძლევს, მეორე კი – უსაფრთხოების საკითხებში.

ირაკლი კობახიძის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი აღარ არის ლევან დავითაშვილი, რომელმაც ეს სტატუსი ეკონომიკის მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, ივნისში მიიღო, მაგრამ ის ეკონომიკური საბჭოს მდივნად რჩება.

საქმე ის არის, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, 1-ელი აგვისტოდან მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი გახდა. შესაძლოა, ეს არის მიზეზი, რატომაც ირაკლი კობახიძეს მხოლოდ ორი მრჩეველი შერჩა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა რიგებში იყვნენ ნინო იობაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ზურა აბაშიძე და ლევან იზორია.

„უწყებებში [მრჩევლების] თანამდებობა გამოიყენებოდა მცირე დატვირთვის სანაცვლოდ მაღალი ხელფასის მისაღებად“, – თქვა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე კვირის დასაწყისში, მთავრობის სხდომაზე, როდესაც საბიუჯეტო რესურსების ოპტიმიზაციის პოლიტიკაზე საუბრობდა.

ცნობისთვის: BMG-ს არაერთი სიუჟეტი და მასალა აქვს მომზადებული საჯარო უწყებებში, მათ შორის მინისტრების მრჩევლის თანამდებობაზე დასაქმებული პირების შესახებ, რომელთა ვინაობა, სამუშაო აღწერილობა და ეფექტიანობა, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში ანაზღაურება საჯარო არ იყო.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო