მედია: კორუფციის აღიარების ერთი წელი (ვიდეო)

არც ერთი სიტყვა კორუფციაში ჩაფლულ მთავრობაზე. ივანიშვილის წერილი ისე დაიწყო და დასრულდა, რომ სკანდალებში გახვეული მისი ერთ დროს ერთგული კადრები არც უხსენებია.  არადა ქართულმა  ოცნებამ თავად დაადასტურა, რომ  ივანიშვილის  მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი კორუფციის ჭაობშია.  ყოფილი თანაგუნდელები ციხეში გაუშვეს.  დადგინდა, რომ ხალხი, ვისაც  ერთ დროს ყველაზე მაღალი თანამდებობები ეკავა,  ბევრ ფულს იპარავდნენ. მ წლის შემაჯმებელ მიმართვაშიც არ გაუშვა შანსი და ღარიბაშვილის კლანს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ტოტალური კორუფცია წლების განმავლობაში ოცნების მთავარი ხელწერა იყო. ახლა კი ამ კორუფციულ სქემებთან ბრძოლით ამაყობს.

მ ხალხისთვის მოპარულ მილიონებზე პასუხისმგებლობა სრულად მოიხსნა. თუმცა, მისივე ყოფილი თანაგუნდელები მას შეახსენებენ, რომ ამ პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებს, რადგან მასშტაბური კორუფციის ბრალდებით ზოგი დაკავებული და ზოგიც ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ყოფილი პირველი პირები თანამდებობებზე კობახიძის მიერ იყვნენ დამტკიცებული. მოქმედ პრემიერს ღარიბაშვილის დროს უმაღლესი თანამდებობები ეკავა და ფორმალურად მის ხელში იყო მთავრობის კონტროლიც.

და სად არის ამ დროს – ვისაც ახლა მასშტაბური კორუფცია ედება ბრალად, ყველა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა. ღარიბაშვილიც, ლილუაშვილის და ჯაუნშერ ბურჭულაძეს, წლები ქართუ ბანკში მუშაობდნენ და ამის შემდეგ გადაიყვანა ივანიშვილმა მთვარობაში.

კლანებს შორის ანგარიშსწორება კორუფციასთან ბრძოლის ფასადით — ასეთია ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესების შეფასება ოპოზიციაში. ოცნების ოპონენტებისთვის რეალურ კორუფციასთან ბრძოლის საზომი კახა კალაძის პოლიტიკური ბედია. ანუ ვიდრე კალაძე თანამდებობაზე რჩება, კორუფციისთვის გამოცხადებული დაუნდობელი ბრძოლა მხოლოდ კობახიძე-მდინარაძის დიდი ხნის დაგროვილი პოლიტიკური ამბიციების ასრულების მექანიზმია.