მედია: კობახიძე თუ კალაძე – ვისზე დადებს ივანიშვილი ფსონს?

თუ კალაძე – ვინ გახდება ოლიგარქის პარტიის ახალი თავმჯდომარე? ექსპერტები ფიქრობენ, რომ ივანიშვილის ფსონს ზე დადებს.

“ოცნების” ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც საერთაშორისო სანქციები ჯერ არ შეხებია, ოლიგარქი რეზერვში ინახავს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ კობახიძის გაწირვა მოუწევს, მისი შემცვლელი ჰყავდეს.

მეტ უფლებამოსილებას აძლევს კობახიძეს და მის ხალხს. ეს ჩანს აშკარად და პრინციპში, მას ჩააბარა სუსი. დიდი ალბათობით, პარტიის თავმჯდომარეც კობახიძე გახდება. ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულ ადამიანებს, იგივე ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, ეს არის ის ხალხი, ვისაც სანქცია ჯერ არ შეხებია და თუ აღარ იქნება ხელისუფლებაში, შეიძლება, დიდი ალბათობით, აღარც შეეხოს, ესენი, რაღაცნაირად, სათადარიგო რეზერვში გადაიყვანოს, იმიტომ, რომ რამე რომ იყოს და მოუწიოს კობახიძის და მისი გუნდის გაწირვა, ჰყავდეს ისეთები, ვისაც მათ ნაცვლად დასვამს, – ამბობს დავით ზურაბიშვილი. 

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ივანიშვილს ახლა მტელი პასუხისმგებლობა კობახიძეზე გადააქვს, ამიტომ თავმდჯომარის პოსტსაც მას ჩააბარებს.

სისტემა მთლიანად დაშენებულია ბიძინაზე. კი არის ამაზე საუბარი, რომ შეიძლება, კონტროლი დაკარგოს კობახიძემ და კალაძის დაჯგუფებამ შეიძლება, შიდა კარის გადატრიალება მოაწყოს, მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან მიამიტი და აბსურდული საუბრებია. რეალურად, ბიძინა არის თვითონ სისტემა. ესმის, რომ ეს არის ძალიან სარისკო პროცესი და აქედან გამომდინარე, მას ახლა მთელი პასუხისმგებლობა გადააქვს კობახიძეზე. ყველა ლოგიკით ალბათ კობახიძე უნდა დაბრუნდეს თავმჯდომარის პოზიციაზე. პოლიტიკურადაც შეუძლია ბიძინას ნებისმიერ მომენტში მისი განადგურება და სისტემის შიგნითაც ძალიან მარტივად გააკეთებს ამას, იმიტომ, რომ ხელის გაშვერის საშუალებას მაქსიმალურად უზღუდავს. რაღაც ეტაპზე გომელაურიც უნდა გავიდეს უკვე თამაშიდან, – ამბობს ხუხაშვილი. 

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს, შაბათს პარტიის ყრილობა გამართოს, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშილმა რამდენიმე დღის წინ პარტიის თავმდჯომარის პოსტი დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია