მედია: კობახიძემ ეკლესიას 1 ლარად ჰექტრობით მიწის ნაკვეთები გადასცა ნოემბერ-დეკემბერში

2 დეკემბერს მ ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ეკლესიისთვის, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ითვალისწინებს.

კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად  გადაეცემა დაბა მანგლისში მდებარე 3194 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთზე დამაგრებული 3 შენობა.

 

2 დეკემბერს გამოცემული კიდევ ერთი განკარგულების მიხედვით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად ეკლესიას გადასცეს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში მდებარე 12 183 კვ.მეტრი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. იგივე განკარგულების მიხედვით, ირაკლი მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს თანხმობა მისცა ეკლესიას უსასყიდლო, უზუფრუქტის წესით, გადასცეს მომიჯნავედ არსებული 3877 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ნაგებობები ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით.

კობახიძის განკარგულებით, ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 296 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, #27-ის მიმდებარედ. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველყოფა ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

ვრცლად